დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016275 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/02/2018 - 28/02/2018)
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შესახებ
|
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 52-ე, 102-ე, 103-ე, 104-ე, 110-ე, 114-ე მუხლების, 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილების 35-ე მუხლის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 1 მაისამდე განხორციელდეს მერიის რეორგანიზაცია.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 1 მაისამდე.
|
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში –
გეგმა) შედგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
|
მუხლი 2.
სარეორგანიზაციო სტრუქტურა
|
რეორგანიზაცია შეეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
|
მუხლი 3.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
|
1. მერიის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 მაისამდე.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) მერიისა და მერიის რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის დებულებების პროექტების მომზადება და საკრებულოში წარდგენა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა; ბ) მერიის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება და საკრებულოში წარდგენა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა; გ) მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე, არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა; დ) მერიის თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების თაობაზე მერის ბრძანების პროექტების მომზადება არაუგვიანეს2018 წლის 1 აპრილისა; ე) მერიის თანამდებობათა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების თაობაზე მერის ბრძანების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილისა; ვ) მერიის რეორგანიზაციის თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა; ზ) რეორგანიზებულ სტრუქტურულ ერთეულები საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მობილობის წესით თანამშრომელთა გადაყვანის თაობაზე მერის ბრძანების პროექტების მომზადება, არაუგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა; თ) რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებათან დაკავშირებით მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების, მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის და თუ მობილობა შეუძლებელია, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მერის ბრძანებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა; ი) რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) რეორგანიზაციის დამთავრებისთანავე კონკურსების გამოცხადება. |
მუხლი 4.
რეორგანიზაციის პროცესში მერიის მუშაობის რეჟიმი
|
რეორგანიზაციის პროცესში მერია მუშაობს მერიისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
|
მუხლი 5.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
|
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძეიებების შესასრულებლად, ვადების დაცვით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. ამასთან, ამავე გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“-,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, დადგენილ ვადებში გამოსცეს შესაბამისი ბრძანებები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახური და რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები