დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებით რესტრუქტურიზაციაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016518 |
|
ხელშეკრულება
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ |
საქართველოს მთავრობა (შემდგომში – ქართული მხარე) და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – ყაზახური მხარე), შემდგომში ერთად წოდებულნი მხარეებად, ითვალისწინებენ რა:
1996 წლის 1 ივლისის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს მთავრობის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ იმ სახელმწიფო კრედიტებზე, რომლებიც გადასცა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მთავრობას (შემდგომში – 1996 წლის ხელშეკრულება), 2003 წლის 25 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ბანკებს შორის ამ ბანკების უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილ 1992 წლის საბოლოო ანგარიშსწორების აქტს საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნამდე (შემდგომში – აქტი), 2001 წლის 6 მარტს და 2004 წლის 21 ივლისს ქ. პარიზში ხელმოწერილ შეთანხმებულ ოქმებს საქართველოს ვალის კონსოლიდაციის შესახებ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისა და პარიზის კლუბის წევრი კრედიტორი-ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა მიერ (შემდგომში – შეთანხმებული ოქმები), აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
მხარეები თანახმა არიან განახორციელონ ყაზახური მხარის მიერ ქართული მხარისათვის 1996 წლის ხელშეკრულების შესაბამისად გამოყოფილი 27774000,00 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის განმეორებითი რესტრუქტურიზაცია. მუხლი 2 აქტის შესაბამისად, ურთიერთანგარიშსწორების სალდო, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 1992 წლის 1 იანვრიდან საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნამდე (1992 წლის 1 სექტემბერი) პერიოდში შეადგენს 482868063,43 რუბლს საქართველოს სასარგებლოდ. მხარეები შეთანხმდნენ, განისაზღვროს აქტით დაფიქსირებული თანხის ეკვივალენტი 2293910,04 აშშ დოლარის ოდენობით. მუხლი 3 მხარეებმა მოილაპარაკეს მოახდინონ წინამდებარე ხელშეკრულების მუხლსა 1 და მუხლ 2-ში მითითებული თანხების ურთიერთანგარიშსწორება 2293910,04 აშშ დოლარით. ურთიერთანგარიშსწორების შედეგად დავალიანების ნეტო შეადგენს 25480089,96 აშშ დოლარს ყაზახური მხარის სასარგებლოდ. ქართული მხარის 25480089,96 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება არის ყაზახური მხარის მიერ ქართული მხარისათვის გამოყოფილი კრედიტის დასარეგულირებელი თანხა, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. მუხლი 4 მხარეები შეთანხმდნენ, მოახდინონ 25480089,96 აშშ დოლარის მოცულობის დასარეგულირებელი თანხის რესტრუქტურირება შეთანხმებული ოქმების პირობებით. მუხლი 5 1. კრედიტის დასარეგულირებელი თანხის შესაბამისი ძირითადი ვალის თანხა, რომელიც ექვემდებარება დაფარვას 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 10192035,98 აშშ დოლარს (შემდგომში – კონსოლიდირებული თანხა). 2. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს დაფაროს კრედიტის ძირითადი ვალის კონსოლიდირებული ნაწილი 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ნახევარწლიური პერიოდულობით წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება დაფარვის დიფერენცირებულ გრაფიკს 2001 წლის 6 მარტის შეთანხმებული ოქმის შესაბამისად. 3. კრედიტის ძირითადი ვალის კონსოლიდირებული ნაწილის 2001 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გადასახდელი თანხები ქართული მხარის მიერ დაიფარება 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყოველკვარტალურად. ასეთი გადახდების თარიღებად განისაზღვრება კრედიტის კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების გადახდის თარიღები წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართის შესაბამისად. 4. კრედიტის კონსოლიდირებული თანხის მიხედვით ძირითადი ვალის 2017-2021 წლების გადასახდელები დაიფარება შესაბამისი წლის 30 ივნისამდე და 30 დეკემბრამდე. თანხის გადახდის დღედ ითვლება თანხის ჩარიცხვის დღე ყაზახური მხარის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე. 5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის კონსოლიდირებული თანხის მიხედვით ძირითადი ვალის გადასახდელების ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, გადასახდელები ვადაგადაცილებულად ჩაითვლება. მუხლი 6 1. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს დაფაროს კრედიტის კონსოლიდირებულ ნაწილზე 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდში დარიცხული სარგებელი ნახევარწლიური პერიოდულობით წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად. 2. კრედიტის ძირითადი ვალის კონსოლიდირებულ ნაწილზე 2001 წლიდან 2016 წლის ჩათვლით დარიცხული სარგებელი ქართული მხარის მიერ დაიფარება 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყოველკვარტალურად. ასეთი გადახდების თარიღებად განისაზღვრება კრედიტის კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების გადახდის თარიღები წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართის შესაბამისად. 3. სარგებლის თანხის გასაანგარიშებლად კრედიტის კონსოლიდირებულ ნაწილს ერიცხება პროცენტი 4%-იანი (ოთხი პროცენტი) საპროცენტო განაკვეთით. პროცენტის დარიცხვა მოხდება ყოველ 6 თვეში აღრიცხვის ნახევარწლიურ პერიოდში დღეების ფაქტობრივი რაოდენობისა და 360-დღიანი წელიწადის საფუძველზე და დაიფარება არაუგვიანეს იმ საანგარიშო ნახევარწლიური პერიოდის ბოლო დღისა, რომლის შესაბამისი გადახდაც უნდა განხორციელდეს. 4. კრედიტის კონსოლიდირებულ თანხაზე დარიცხული სარგებელი დაიფარება შესაბამისი წლის 30 ივნისამდე და 30 დეკემბრამდე. თანხის გადახდის დღედ ითვლება თანხის ჩარიცხვის დღე ყაზახური მხარის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე. 5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის კონსოლიდირებული თანხის მიხედვით ძირითად ვალზე დარიცხული სარგებლის გადასახდელების ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულად ჩაითვლება. მუხლი 7 1. 2003 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივნისამდე კრედიტის თანხის დავალიანების 50% - 3185011,25 აშშ დოლარი დაიფარება ქართული მხარის მიერ 2004 წლის 21 ივლისის შეთანხმებული ოქმის პირობების შესაბამისად შემდეგი წესით: ● 2004 წელს – 11% ● 2005 წელს – 21% ● 2006 წელს – 18% 2. ქართული მხარე ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანხა დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში. მუხლი 8 1. კრედიტის თანხის დავალიანების დანარჩენი 50% 2003 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივნისამდე პერიოდში - 3185011,25 აშშ დოლარი და 2004 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში კრედიტის თანხის ძირითადი ვალისა და სარგებლის დავალიანებების თანხების კაპიტალიზაცია ხდება და შეადგენს 12374971,91 აშშ დოლარს (შემდგომში – კაპიტალიზებული თანხა). ამასთან, კრედიტის დასარეგულირებელი თანხის სარგებელის გაანგარიშება 2004 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა ქართული მხარის მიერ 2004 წლის ივნისში გადახდილი 90171,21 აშშ დოლარის ოდენობის სარგებელის გათვალისწინებით. 2. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს დაფაროს კრედიტის კაპიტალიზებული ნაწილის ძირითადი ვალის თანხა 2017 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ნახევარწლიური პერიოდულობით, წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 დანართის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება ვალის დაფარვის დიფერენცირებულ გრაფიკს 2004 წლის 21 ივლისის შეთანხმებული ოქმის შესაბამისად. 3. კრედიტის კაპიტალიზებული თანხის ძირითადი ვალის დასაფარად 2004 წლიდან 2016 წლამდე ჩათვლით გათვალისწინებული გადასახდელები ქართული მხარის მიერ დაიფარება 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდში ყოველკვარტალურად. ასეთი გადახდების თარიღებად განისაზღვრება კრედიტის კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების გადახდის თარიღები წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართის შესაბამისად. 4. კრედიტის კაპიტალიზებული თანხის მიხედვით ძირითადი ვალის 2017-2025 წლების გადასახდელები დაიფარება შესაბამისი წლის 1 მარტამდე და 1 სექტემბრამდე. თანხის გადახდის დღედ ითვლება თანხის ჩარიცხვის დღე ყაზახური მხარის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე. 5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის კაპიტალიზებული თანხის მიხედვით ძირითადი ვალის გადასახდელების ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულად ჩაითვლება. მუხლი 9 1. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს დაფაროს კრედიტის კაპიტალიზებულ ნაწილზე დარიცხული სარგებელი 2017 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ნახევარწლიური პერიოდულობით, წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 დანართის შესაბამისად. 2. კრედიტის კაპიტალიზებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის დასაფარად 2004 წლიდან 2016 წლამდე ჩათვლით გათვალისწინებული გადასახდელები ქართული მხარის მიერ დაიფარება 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდში ყოველკვარტალურად. ასეთი გადახდების თარიღებად განისაზღვრება კრედიტის კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების გადახდის თარიღები წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართის შესაბამისად. 3. სარგებელის თანხის გასაანგარიშებლად კრედიტის კაპიტალიზებულ ნაწილს ერიცხება პროცენტი 4%-იანი (ოთხი პროცენტი) საპროცენტო განაკვეთით. პროცენტის დარიცხვა მოხდება ყოველ 6 თვეში, აღრიცხვის ნახევარწლიურ პერიოდში დღეების ფაქტობრივი რაოდენობისა და 360-დღიანი წელიწადის საფუძველზე და დაიფარება არაუგვიანეს იმ საანგარიშო ნახევარწლიური პერიოდის ბოლო დღისა, რომლის შესაბამისი გადახდაც უნდა განხორციელდეს. 4. კრედიტის კაპიტალიზებულ თანხაზე დარიცხული სარგებელი დაიფარება შესაბამისი წლის 1 მარტამდე და 1 სექტემბრამდე. თანხის გადახდის დღედ ითვლება თანხის ჩარიცხვის დღე ყაზახური მხარის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე. 5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის კაპიტალიზებული თანხის მიხედვით ძირითად ვალზე დარიცხული სარგებლის გადასახდელების ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულად ჩაითვლება. მუხლი 10 1. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებული ძირითადი თანხისა და სარგებელის მიხედვით კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების დასაფარად გადასახდელების გადახდა არ ხდება ამ ხელშეკრულებით და დანართი 2-ით დადგენილ ვადებში, ასეთი გადახდა ითვლება ვადაგადაცილებულად და მას ერიცხება პროცენტი წლიური 5%-იანი განაკვეთით ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის მომენტიდან მის სრულად დაფარვის თარიღამდე. 2. პროცენტი ვადაგადაცილებულ დავალიანებას დაერიცხება ვადაგადაცილების დღეების ფაქტობრივი რაოდენობისა და 360-დღიანი წელიწადის საფუძველზე. 3. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს დაფაროს საჯარიმო ვალის თანხა, რომლის საფუძველია ძირითადი ვალის თანხისა და/ან საპროცენტო ვალის თანხების ვადაგადაცილებით წარმოქმნილი დავალიანება, მის სრულად დაფარვამდე. მუხლი 11 იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე ვერ შეასრულებს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის 2 პუნქტით, მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტებით აღებულ ვალდებულებებს, მაშინ იგი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გადახდები კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხებითა და საპროცენტო თანხებით წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად, აგრეთვე, საჯარიმო ვალის გადასახდელების დასაფარად მის სრულად გადახდამდე. ასეთი გადახდები შესრულდება შემდეგი რიგითობით: 1. დარიცხული საჯარიმო გადასახდელები; 2. დარიცხული სარგებლის გადასახდელები; 3. ძირითადი ვალის გადასახდელები. მუხლი 12 1. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით რომელიმე გადახდის თარიღი არასამუშაო საბანკო დღეს ემთხვევა ყაზახეთის რეპუბლიკაში ან საქართველოში, ასეთი გადახდა შესრულდება მომდევნო სამუშაო საბანკო დღეს. 2. მხარეთა ცენტრალური ბანკები ვალდებულნი არიან: ● წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან ერთი თვის ვადაში შეათანხმონ წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორების წარმოების ტექნიკური წესი; ● ოფიციალურად წარუდგინონ მხარეთა ფინანსთა სამინისტროებს მათ მიერ შეთანხმებული წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორების წარმოების ტექნიკური წესი, გაფორმებული მათ შორის ბანკთაშორისი შეთანხმების სახით; ● ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ოფიციალურად წარუდგინონ მხარეთა ფინანსთა სამინისტროებს ცნობა მხარეთა ანგარიშების მდგომარეობის შესახებ საანგარიშო კვარტალის დასრულების თარიღისთვის. 3. გადახდის თარიღად ითვლება ყაზახეთის მხარის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღი. მუხლი 13 მხარეთა ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით უპირობოა და ყველა გადახდა სრულდება რაიმე ამოღების, დაკავების და ნებისმიერი სახის ურთიერთჩათვლის გარეშე, აგრეთვე, თავისუფალია მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული ყველა გადასახადის, საკომისიოსა და მოსაკრებლისგან. მუხლი 14 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები არ ეხება მხარეთა იმ უფლებებს და ვალდებულებებს, რაც სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარობს, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან. მუხლი 15 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რაც გაფორმდება ცალკეული ოქმებით, რომლებიც, თავის მხრივ, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მუხლი 16 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განმარტებისა და გამოყენების დროს დავის ან უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები აღნიშნულს გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. თუ დავის დარეგულირება ვერ მიიღწევა მოლაპარაკების გზით, ასეთი დავა გადაწყვეტისთვის გაიგზავნება საარბიტრაჟო სასამართლოში ad hoc ЮНСИТРАЛ-ის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად. ეს საარბიტრაჟო სასამართლო შედგება 3 არბიტრისგან, თითო არბიტრი თითოეული მომლაპარაკებელი მხარისგან, რომელიც დაინიშნება ერთი მომლაპარაკებელი მხარის მიერ მეორე მომლაპარაკებელი მხარისგან დავის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მოთხოვნების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, და მესამე არბიტრი, რომელიც ამ ორი არბიტრის მიერ არის თავმჯდომარედ შეთანხმებული, ასევე არჩეული მომდევნო 30 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ იქნება ნებისმიერი მომლაპარაკებელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე. თუ მესამე არბიტრი არ იქნება მომლაპარაკებელი მხარეების არბიტრების მიერ შეთანხმებული მომდევნო 30 დღის განმავლობაში, მაშინ მომლაპარაკებელი მხარეები მიმართავენ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს მესამე არბიტრის დანიშვნის თხოვნით, რომელიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მომლაპარაკებელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე. საარბიტრაჟო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უმრავლესობით დროის აუცილებელი პერიოდის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საბოლოო და სავალდებულო. ყოველი მომლაპარაკებელი მხარე თვითონ გაიღებს თავისი საკუთარი არბიტრის და საარბიტრაჟო პროცესში მისი წარმომადგენლობის ხარჯებს. სასამართლოს თავმჯდომარის საარბიტრაჟო ხარჯები, გაწეული მისი მოვალეობების შესრულების დროს, და საარბიტრაჟო სასამართლოს დარჩენილი ხარჯები იყოფა თანაბრად მომლაპარაკებელ მხარეთა შორის. მუხლი 17 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ მხარეთა მიერ ბოლო წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხებით მიღების შემდეგ. წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან. მუხლი 18 წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, 1996 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, წყვეტს თავის მოქმედებას. შესრულებულია ქალაქ ასტანაში, 2017 წლის 13 ივნისს ორ დედნად, თითოეული მათგანი ქართულ-ყაზახურ, ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ რუსულენოვან ტექსტს.
საქართველოს მთავრობის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სახელით (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების
დანართი 1
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების
დანართი 2 კონსოლიდირებული და კაპიტალიზებული თანხების დაფარვის გრაფიკი აშშ დოლარებში
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების
დანართი 3
ნაწილი 2-ის ძირითადი თანხის
ნაწილი 2-ის საპროცენტო თანხის
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები