„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.016950
44
05/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
010320030.22.038.016950
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №44

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/06/2015, 010320030.22.038.016480) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №6-ის:

1. „ა“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. „გ“ პუნქტის:

ა) მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმცროსი ინსპექტორი იუსტიციის მაიორი;“;

ბ) მე-7 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში:

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

2. პრობაციის ბიუროს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი – იუსტიციის მაიორი;

7. პრობაციის ბიუროს ოფიცერი – იუსტიციის მაიორი;

8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბუღალტერი – იუსტიციის კაპიტანი;

9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;

10. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი;

11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგი – იუსტიციის კაპიტანი;

12. პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივარიუსი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

13. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი