თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
204
26/01/2018
ვებგვერდი, 05/02/2018
010250020.35.157.016308
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2018 - 30/03/2018)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №204

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ”   საქართველოს   კანონის  25-ე  მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1).

 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №75 დადგენილება ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08/09/2014 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016179).
 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან   წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახური
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის  სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის    მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის სოფლის   მეურნეობისა და  ეკონომიკური განვითარების  სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას; ინვესტორებთან  თანამშრომლობას  შესაბამისი  საინვესტიციო  პროგრამებისა  და  პროექტების  მომზადების საკითხებში; მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე    კერძო   ინვესტიციების    მოზიდვის    ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას;  მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოების/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
5. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.

თავი II
სამსახურის საქმიანობ

მუხლი 2. სამსახურის  ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:

ა)  სოფლის   მეურნეობის    განვითარების    მიზნით სოფლის   მეურნეობის   სფეროში   საქართველოს   მთავრობის   და  საერთაშორისო   ორგანიზაციების   მიერ დაგეგმილი პროექტების    და   პროგრამების

ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) მელიორაციის  სფეროში  საქართველოს  მთავრობის  და საერთაშორისო  ორგანიზაციების  მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;

გ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;

დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტარტეგიული მიმართულებების განსაზღვრა;

ე) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

ვ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;

ზ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება  ინვესტიციების  დაგეგმვის,  ინვესტორებთან  თანამშრომლობის,  შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა  და პროექტების მომზადების საკითხებზე;

თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ი) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება;

კ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ-კულტურული  ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;

მ) მონაწილეობა  მუნიციპალიტეტის  შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო  მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა;

ნ) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება;

ო) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

პ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია უფლებამოსილების ფარგლებში;

ს) მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე მონიტორინგის განხორციელება, რომლის განხორციელებაც ევალება უფლებამოსილ პირს;

ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შეწყვეტის  შეჩერება  და აღდგენის საკითხის განხილვა;

უ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების  ხელშეწყობის განყოფილება;

ბ) ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება.


მუხლი 4. სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება
სოფლის მეურნეობის განვითარების  ხელშეწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)  საქართველოს  მთავრობის  და  საერთაშორისო  ორგანიზაციების  მიერ  დაგეგმილი  სოფლის  მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ბ)  დაგეგმილი პროექტების და პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს   სოფლის   მეურნეობის   სამინისტროსთან   კომუნიკაციასა    და  მონიტორინგს;

გ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური  და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;

დ)  განყოფილების   კომპეტენციის  ფარგლებს  მიკუთვნებულ,  შემოსულ  წერილებზე  შესაბამისი  პასუხების მომზადებას;

ე) მელიორაციის  სფეროში  საქართველოს  მთავრობის  და საერთაშორისო  ორგანიზაციების  მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება
ეკონომიკის,  მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო  სტატისტიკური  ინფორმაციის  შეგროვებასა  და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების  დაგეგმვის,  ინვესტორებთან თანამშრომლობის,  შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა  და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ე)  ტურიზმის და საკურორტო   სფეროში   პრიორიტეტების,   განვითარების  პროგრამების  და  პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;

ვ)  საინფორმაციო  ბაზის შექმნას ტურისტული ინფრასტრუქტურის    და   პროგრამების, ისტორიულ- კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ;

ზ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) ხელშეწყობას ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის  გავრცელებაში  და  მუნიციპალიტეტის  შესახებ  სარეკლამო-საინფორმაციო  მასალების მომზადებასა და გამოცემაში;

ი) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებას;

კ) ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ განხორციელებას;

ლ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას;

მ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას;

ნ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას;

ო)   მოქმედი   კანონმდებლობით,    მერიის   დებულებით   და   მუნიციპალიტეტის   სხვა   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


თავი III
სამსახურის მართვა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.


მუხლი 7. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 


თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.