დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016319 |
4
26/01/2018
ვებგვერდი, 05/02/2018
010260000.35.144.016319
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/11/2017 010260000.35.144.016302) და დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ“ პუნქტი:
„ჯ) რეგულარულად განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, წარმოადგინოს წერილობითი ინფორმაცია არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები