"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016274
7
26/01/2018
ვებგვერდი, 05/02/2018
190020020.35.120.016274
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2018 წლის 26 იანვარი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/12/2017 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016263),  ცვლილებების შეტანის საკითხი და   

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში.
მუხლი 2
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის  44 დადგენილების თავი II;  მუხლი 15-ის პუნქტი „4’’-ის 4.1.1. ; „4.5.1’’; ქვეპუნქტები და   ,,5.2.4’’-ის 1-ლი, მე-2 და მე-13 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1.1. სპორტული ღონისძიების დაფინანსება 252.0 ათ. ლარი  (პროგრამული კოდი 05 01 01 )

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის  ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვდასხვა სახეობების ხელშეწყობა, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება  (თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება), სპორტული ფილიალების (ააიპ-ები) ფუნქციონირების ხელშეწყობა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ექვსი სპორტული ააიპ-ია, რომელშიც ფუნქციონირებს 30-მდე  სპორტის სახეობა, მათში დაკავებულია  200-მდე თანამშრომელი და 1000-მდე მოზარდი,  განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წლების სპორტული მიღწევები, როგორც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ისე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ასპარეზობებზე, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტს მ/წლისათვის  გამოყოფილია 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი, რომელიც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ისე რეგიონალური ღონისძიებებისათვის

მოსალოდნელი შედეგი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტული ცნობიერების ამაღლება.

შეფასების ინდიკატორი: სპორტის სახეობებში ჩართულ პირთა რაოდენობა’’.

 ,,4.5.1. ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება 30.0 ათ. ლარი ( პროგრამული კოდი 05 05 01)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

პროგრამის/ ქვეპროგრამის აღწერა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, საგანმანათლებლო პროცესის მოტივაციის ამაღლება, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინიორებული თანამშრომლობა, მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ახალგაზრდების საქმიანობისა და სხვადასხვა აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება.

მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვა, მათი ცოდნის დონისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსიანი გამოყენება.

შეფასების ინდიკატორი: განხორციელებული პროექტების რაოდენობა; პროექტებში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა’’.

„5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 576,6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)

 ქვეპროგრამის  ფარგლებში გათვალსწინებულია;

1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება

- მოქალაქეთა ოპერაციების დაფინანსება - მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისძარღვთა  დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტიდა სხვა  დაავადებების სტაციონარული მკურნალობა (თანადაფინანსებით პაციენტის გადასახდელი თანხის 50%, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თანადაფინანსების 70 -100%-ით) დაფინანსდეს 100-დან-500 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური  მდგომარეობის შესახებ).

- მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება - მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ  სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ  კვლევას,  PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევას, (თანადაფინანსების 50 %, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით თანადაფინანსების 70-100%), დაფინანსდეს 100- დან -300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური  მდგომარეობის შესახებ).

2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

- .მოქალაქეები, რომლებიც არიან ქრონიკულად  დაავადებულები ( ეპილეფსია, პარკისონი, დიაბეტი-გართულებული ფორმით, ასთმა, ინსულტი, ინფარქტის შემდგომი მკურნალობა, შიზოფრენია და ფსიქონერვული დაავადებები, სისხლძარღვოვანი დაავადებები და სხვა, იშვიათი მძიმე დაავადებები), პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით, წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს  150 ლარამდე (გარდა გამონაკლის შემთხვევისა). მძიმე და განსაკუთრებულ შემთხვევებში ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს მედიკამენტების ღირებულების მესამედის თანადაფინანსება  300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის შესახებ).

- მოქალაქეებზე, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას  წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს   100 ლარამდე.(დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად  დაუცველ  მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური  მდგომარეობის შესახებ).

- ომის ვეტერანებისათვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად  დაუცველ  მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს,  წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს 200 ლარამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა;

13. ერთჯერადი დახმარება  განსაკუთრებულ  შემთხვევაში;  

- ოჯახებს, რომელთაც  შექმნილი  აქვთ  განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა), ერთჯერადი დახმარების  ოდენობა  განესაზღვოს  მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიერ, რომლის  ოდენობაც   განისაზღვროს ( 100 -500 )ლარის ოდენობით.

- ოჯახები, რომლებიც  დგანან სიღატაკის  რისკის   ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, ან საჭიროებენ  გადაუდებელ   მინიმალურ   სარემონტო სამუშაოების ჩატარებას )  ერთჯერადი ფინანსური  დახმარების   ოდენობა   განისაზღვროს  მერიაში შექმნილი კომისიის მიერ (100-500) ლარის ოდენობით.

 - მოქალაქეებს, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიკურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.

- სამტრედიის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში  მცხოვრები  ოჯახებისთვის,  რომლებიც  დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა  მიზეზების გამო  განიცდიან უკიდურეს  გასაჭირს (არიან მრავალი და მცირეწლოვანიშვილებიანი ოჯახები, უსახლკარონი, მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები და ოჯახები, რომელთაც  არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად და სხვა)  ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით 100- 150 ლარის ოდენობით.

- სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მცხოვრებ  ოჯახებს,  რომელთაც  დაეწვათ   საცხოვრებელი სახლი 2018 წელს ან 2017  წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 500- 2000 ლარის ოდენობით’’.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია