დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.165.016307 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპა;იტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2014, 010250020.35.165.016133), კერძოდ:
1.„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“. 2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მეორე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება;“. 3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მესამე მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;“. 4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მესამე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს;“. 5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მეხუთე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ კომისიის საკონსულტაციო საბჭო“. 6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მეხუთე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპენტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ - კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.“ 2. კომისიის საჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.“. 7. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების“ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის, კიმისიის სამუშაო ჯგუფებისა და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ - ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები