„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016912
6
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010340000.22.038.016912
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №6

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №48 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010340000.22.038.016462) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

1. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

1. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.“.

2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ზ) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

მუხლი 5

1. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.“.

3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში არანაკლებ 1-წლიანი, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სახელშეკრულებო სამართალი);

ლ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

მ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

მუხლი 9

1. სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი