დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016913 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016468) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა; გ) საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონსულტაციებით და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფა; დ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება; ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვა; ვ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა; ზ) დაწესებულებებში უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; თ) სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შემთხვევების, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა/განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა; კ) დაწესებულებებში ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობა; ლ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; მ) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ო) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, ეპიდემიოლოგიური და სხვა მონაცემების შეგროვება და დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების შესახებ ანგარიშების მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი; პ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება; ჟ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა; რ) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისა მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ეწევიან.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევას და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობას;“; ბ) „დ“ – „ვ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას; ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის რაციონალური და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას. დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს; ვ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით; ვ2) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენას;“; დ) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;“. 5. მე-11 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) დაწესებულებების მთავარი ექიმების მიერ დაწესებულებებში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;“. 6. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კოორდინატორი;“; ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) წამყვანი სპეციალისტი; ნ) უფროსი სპეციალისტი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები