„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016914
8
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010340000.22.038.016914
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №8

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010340000.22.038.016455) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის  შესრულების ანგარიშგება;

გ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, სამინისტროს სისტემის მასშტაბით ნაერთი ბალანსების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ე) სამინისტროს სისტემის ფინანსური სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯთაღრიცხვების, საშტატო ნუსხების პროექტების, მატერიალური წახალისების, საკომუნიკაციო ხარჯებისა და საწვავის ლიმიტების მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

ვ) არასაბიუჯეტო სახსრების ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოთხოვნით და მინისტრის თანხმობით, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ელექტრონულად ასახვა ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ზ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში საჭირო ინფორმაციისა ან/და მონაცემების მიღება, აგრეთვე განმარტებების მისაღებად სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა ან/და შესაბამისი სფეროს თანამშრომლების მოწვევა;

თ)  სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის ანალიზი და შეფასება;

ი) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;

ლ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვების გეგმების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი შესყიდვების დაგეგმვა და მინისტრთან მათი შეთანხმება;

ნ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმება;

ო) სახელმწიფი შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და სხვა ტიპის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განთავსება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები, გარდა დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის იმ მოადგილისა, რომლის საკურატორო სფეროში შედის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ეწევიან.

მუხლი 9

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

2. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“. 

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) კოორდინატორი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი;

გ) უფროსი სპეციალისტი;

დ) სპეციალისტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი