„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016919
13
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
100020020.22.038.016919
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №13

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 100020020.22.038.016473) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის ურთიერთობის კოორდინაცია და განვითარება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ბ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებლად წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;

გ) სამინისტროსა და საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული სამუშაოს ანალიზი და ანგარიშების მომზადება, აგრეთვე წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის ორგანიზება/კოორდინირება;

ე) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და  სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) მინისტრისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრების, ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;

თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხასიათის მიმოწერის კოორდინაცია;

ი) საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების/ხელშეკრულებების, შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავება და გეგმის შესრულების კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში  შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;

მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და შესაბამისი საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით;

ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა;

ო) საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ-სახელმწიფოებს  შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის  იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციის სფეროს.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება ძირითადად უწევთ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით.

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წამყვანი სპეციალისტები;

ბ) უფროსი სპეციალისტები;“.

4. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი:

ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას ევროინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და შესაბამისი საპროგრამო დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხებზე ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს;

გ) შეისწავლის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებლად წარმოდგენილ პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

ვ) კოორდინაციას უწევს  სამინისტროსა და პარტნიორ საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის მიმდინარე პროექტებს, აანალიზებს განხორციელებულ სამუშაოს და  ამზადებს შესაბამის ანგარიშებს;

დ) სამინისტროსა და პარტნიორ საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ე) მონაწილეობს უწყებათაშორისი საბჭოების მიერ ინიიცირებული სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს აქტივობათა შესრულების ანგარიშებს;

ვ) გეგმავს მინისტრისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ვიზიტებს;

ზ) ამზადებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში შეხვედრების, ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკურ მასალებს;

თ) ამზადებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო კორესპონდენციის პროექტებს;

ი) ამზადებს საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტებს;

კ )  შეიმუშავებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის პროექტებს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.

2. დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხებზე ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს;

ბ) შეისწავლის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებლად წარმოდგენილ პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

გ) გეგმავს მინისტრისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ვიზიტებს;

დ) ამზადებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში შეხვედრების, ვიზიტების და მოლაპარაკებებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკურ მასალებს;

ე) ამზადებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო კორესპონდენციის პროექტებს;

ვ) ამზადებს საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტებს;

ზ) მონაწილეობს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი