„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016920
14
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010340000.22.038.016920
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №14

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010340000.22.038.016456) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისათვის წარდგენის ორგანიზება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ)  ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო  ბაზის წარმოება;

ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;

თ) სამინისტროში შემოსული და  დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა სამინისტროს ელექტრონულ რესურსზე;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა;

მ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოსა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომების ორგანიზება, საქმის მასალების მომზადება და საბჭოს სხდომის ოქმებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, აგრეთვე ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ნ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ო) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში  უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზირება ან/და ექსპერტიზა;

პ)  სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;

ჟ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

რ) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობა;

ს) პენიტენციურ დაწესებულებათა მიერ სამართლებრივ საკითხებზე წამოდგენილი  წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ტ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურეები სამსახურეობრივ საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ეწევიან.

მუხლი 8

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;

ბ)  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) სასამართლოებთან ურთიერთობის  სამმართველო;

დ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“. 

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წამყვანი სპეციალისტები;

ბ) უფროსი სპეციალისტები;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

5. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალშემოქმედების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტების მომზადება;

გ) სამინისტროს მიერ, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტის შემუშავება, აგრეთვე სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული მემორანდუმის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება.

ე) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და გეგმის მომზადების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ინფორმაციის მიღება;

ვ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში სამართლებრივი დახმარება;

ზ) სამინისტროს, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების კოორდინაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივ საკითხებზე წარმოდგენილი  მოსაზრებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) პენიტენციურ დაწესებულებათა სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების  საქმიანობის კოორდინაცია და საერთო ზედამხედველობა;

დ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შემოსული საჩივრების  განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ექსპერტიზა;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.“.

8. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე  შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული მსჯავრდებულთა მასალების დამუშავება და წარდგენა ადგილობრივი საბჭოს  სხდომაზე;

გ) ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;

დ) ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ე) ადგილობრივი საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება;

ვ) ადგილობრივი საბჭოების ინტერესების დაცვა სასამართლოში;

ზ) სარჩელის/საჩივრის, შესაგებლის და სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;

თ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.

2. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე  შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;

გ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს  სხდომის ოქმების წარმოება;

დ) სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი