დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016952 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010320040.22.038.016457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს, გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოსა და გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს, გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოსა და გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მე-3 თავი); თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; მ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანება; პ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება; ჟ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; რ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ს) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ტ) ციხის ევროპული წესები; უ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).“. 3. მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება; ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მე-3 თავი); თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; მ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; ო) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; პ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება; ჟ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანება; ს) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება; ტ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; უ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ფ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ქ) ციხის ევროპული წესები; ღ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები