„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016956
50
08/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010340000.22.038.016956
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №50

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340000.22.038.016470) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის:

ა) „თ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ი) დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაწესებულების ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალის და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოების კონტროლი;“.

2. 121 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი მათ მიერ განხორციელებულ საექიმო საქმიანობასთან და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ექიმთა პროფესიული საქმიანობის საკითხის განხილვის თაობაზე მიმართვა;“;

გ) „ე-თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჭიროების შემთხვევაში  დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარდაცვალების ცალკეული შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ)  დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/სამედიცინო ნაწილში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პერიოდული და შერჩევითი კონტროლი;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, დაწესებულებებში კონტროლს უწევს საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალისა და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოებას;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გენერალური ინსპექციის უმცროსი ინსპექტორები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი