„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016924
18
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010340020.22.038.016924
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №18

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016471) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სტატისტიკის,  კვლევისა და ანალიზის სამმართველო;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

5. 16- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი