დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016303 |
|
„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 09/01/2018წ., სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016299) დამტკიცებულ ,,2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ფენილკეტონურიით დაავადებული (ეს ის კონტინგენტია, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ბენეფიციარის დახმარების მიზნით, დაფინანსება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული მოქალაქის ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა სპეციალური მედიკამენტებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის შესახებ; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) დამატებითი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში), კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები