,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016237
3
26/01/2018
ვებგვერდი, 02/02/2018
010260020.35.168.016237
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2018 წლის 26 იანვარი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის     დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  21 დეკემბრის №2 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, 010260020,35,168,016228)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-6 მუხლის   მე-4  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება  საქართველოს  ორგანული  კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონითა  და ამ დებულებით.“

2. მე-8  მუხლის  მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,4. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

ა) საქართველოს  ორგანული  კანონით ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

ბ)  საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ, მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) სიღნაღის  მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია. მერია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის იურიდიული პირის კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის საწარმოსათვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს), ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს  და აკონტროლებს მათ საქმიანობას;

 დ)  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

ე) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

 ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან  განთავისუფლების საკითხი;

 ზ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

თ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

კ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

ლ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

მ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში, ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე.“

3. მე-9  მუხლის  მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. მერის  უფლებამოსილების  შეჩერების  ან შეწყვეტის  შემთხვევაში მის მოვალეობას მერის  უფლებამოსილების  აღდგენამდე ან ახალი  მერის  არჩევამდე    ასრულებს  მერის პირველი  მოადგილე, თუ  მერის  პირველი  მოადგილე   თანამდებობაზე  დანიშნული  არ არის - მერის  მოადგილე, ხოლო  თუ  მერის პირველი მოადგილე  და მოადგილე  დანიშნული არ არის - საკრებულოს თავმჯდომარე.“

4. მე-13  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი  არის  მერიის  პროფესიული  საჯარო  მოხელე, რომელსაც   ,,საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონის   შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“

5. მე-15  მუხლის პირველი  პუნქტის ,,დ“   ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„დ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული  განვითარების  პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად;“

6. მე-19  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 19. მოქალაქეთა  ინფორმირება  და  მონაწილეობა მერიის საქმიანობაში

1. მერიაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად,  უზრუნველყოფილია:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფასა  და  ინფორმაციის პროაქტიულ  გამოქვეყნებაზე   პასუხისმგებელ  საჯარო  მოხელეს/მოხელეებს    ნიშნავს მერი.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი.

4. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა

გამოქვეყნდეს:

ა) მერის  ბრძანებები;                  

ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი);

დ) მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ტელეფონის ნომერი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;

ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;

ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციაში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;

ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);

პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) საზოგადოებრივი  ინტერესის  შემცველი სხვა  საჯარო ინფორმაცია."

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი