„მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016236
2
26/01/2018
ვებგვერდი, 02/02/2018
010250020.35.168.016236
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2018 წლის 26 იანვარი

ქ. სიღნაღი

 

,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის    დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  24  ივლისის   №17 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250020.35.168.016114)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პრეამბულა    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს  დებულება, საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 31-ე  მუხლის  შესაბამისად,  განსაზღვრავს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი  სტრუქტურული  ერთეულებისა  და  აპარატის  საჯარო  მოსამსახურეთა  უფლება-მოვალეობებს.“

2. მე-8  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,1. აპარატის  მუშაობას  ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა  და  კოორდინაციას  უწევს  აპარატის  უფროსი, რომელსაც  თანამდებობაზე  ნიშნავს  და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს  საკრებულოს  თავმჯდომარე, ,,საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  შესაბამისად.“.

3. მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  ,,დ“  ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,დ) შეიმუშავებს და  საკრებულოს  თავმჯდომარეს  დასამტკიცებლად წარუდგენს  შრომის შინაგანაწესს  „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

4. მე-10  მუხლი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,, მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი საკონკურსო   კომისია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი