დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრი №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016204 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016193) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“ დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მერიის თანამდებობის პირები 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“, „ბ.ბ“, „გ.ე“, „დ.ა“, „დ.გ“, „ე.ბ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; დ.ა) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მერის პირველი მოადგილე მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. მერის უფლებამოსილების შესრულება გარდა პირველი მოადგილისა, ასევე შეიძლება დაეკისროთ მერიის სხვა თანამდებობის პირებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.”; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“ კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერია უფლებამოსილია შეიმუშავოს საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამართლებრივი აქტის პროექტი;“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები; ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. მერიის რეორგანიზაცია მერიის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები