საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016928
22
30/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010340020.22.038.016928
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №22

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016469) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყოველწლიური მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათი მოცულობისა და რაოდენობების განსაზღვრა და დაგეგმვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მატერიალური-ტექნიკური საშუალებებით, სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება, უფლებამოსილი თანამდებობის პირების მოთხოვნების საფუძველზე;

გ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და პენიტენციურ დაწესებულებებთან კოორდინირებულად, ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;

დ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროს სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის საქონლის საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება;

თ) სამინისტროს უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ინფრასტრუქტურის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება;

ი) სამინისტროს უძრავი ქონების საინფორმაციო რეესტრის წარმოება, განახლება და სისტემატიზაცია;

კ) შესასყიდი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოპტიმალური ფასების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;

ლ) შესასყიდი მომსახურებების ოპტიმალური ფასების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;

მ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მომსახურებების ჩაბარების დროს, გარდა სამედიცინო ხასიათის მომსახურებისა, შესაბამისი აქტების გაფორმება;

ნ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში გაცემის დროს გასავლის ზედდებულის გაფორმება;

ო) ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება;

პ) ტრანსპორტირების საკითხების უზრუნველყოფა და შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება;

ჟ) უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს გასაფორმებელი დოკუმენტაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურება;

რ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი მიღება-ჩაბარების დროს შესაბამისი აქტების ხელმოწერებით დადასტურება;

ს) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ყოველთვიური კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების მოსაკრებლის) დოკუმენტაციის და რიცხვის კონტროლი და პროცესების მართვა;

ტ) სამინისტროს სასაწყობო მეურნეობის მართვა და დაგეგმვა;

უ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ფ) წინადადებების შემუშავება დეპარტამენტისა და დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;

ქ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების  მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა;

ღ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

ყ) მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენა და მათი შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენა და საქონლის განაწილება;

შ) პერიოდულად სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნუსხების შედგენა და გადასინჯვა/მომარაგება;

ჩ) სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების შესასყიდად სამინისტროს მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის კონსულტაციური დახმარება და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

ც) მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვა და ანალიზი;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის კონტროლი;

წ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება:

ხ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეები, გარდა დეპარტამენტის უფროსისა, სამსახურებრივ საქმიანობას, ძირითადად, ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით.

 

მუხლი 9

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სარემონტო-სამშენებლო სამმართველო;

ბ) ქონების მართვის სამმართველო;

გ) ექსპლუატაციის სამმართველო;

დ) მომარაგების სამმართველო;

ე) სატრანსპორტო უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) სასაწყობო სამმართველო;

ზ) სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველო.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

2. მე-16 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს/სამედიცინო ნაწილებს მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით;“;

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას;".
 

3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ სამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

 

4. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

 

5. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წამყვანი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი