დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016930 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №97 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/08/2015, 100020020.22.038.016512) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ერთიანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში მოსულ ვიზიტორთა შემოსვლის უზრუნველყოფა (საშვის გაცემა) და კონტროლი; დ) კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლი, სამინისტროში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოება; ე) საკონტროლო კორესპონდენციის განსაზღვრის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრის/პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება; თ) სამინისტროსთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი; ი) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად; კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში და სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნათესავების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წერილობითი კორესპონდენციების მიღება და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა/დარეგისტრირება; მ) სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ნ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; პ) სამინისტროს ცხელი ხაზისა და მოქალაქეთა ინტერნეტკონსულტაციის (ონლაინჩათი) ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნების განხორციელების ორგანიზება; რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე სამინისტროს მოსამსახურეთა დაშვების ორგანიზება და აღრიცხვა; ს) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოქმის წარმოება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეები სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით. მუხლი 9 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) არქივის სამმართველო; გ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; დ) საზოგადოებრივი მისაღების სამმართველო. 2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცხელი ხაზისა და მოქალაქეთა ინტერნეტკონსულტაციის (ონლაინჩათი) ფუნქციონირებას;“. 3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის უფროსის, მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“. 4. მე-16 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“. 5. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) წამყვანი სპეციალისტი; ვ) უფროსი სპეციალისტი;“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები