სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
26/01/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
010250020.35.120.016272
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2018 - 04/06/2018)

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2018 წლის 26 იანვარი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ        :

მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”  სამტრედიის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017  წლის 30 ივნისის  №13  დადგენილება (www.matsne.gov.ge 01/07/2017 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016232).
მუხლი 3
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა (დანართი №2).

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა                  

 

იერარქიული რანგი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

საშტატო რიცხოვნობა

საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირები

 

საკრებულოს თავმჯდომარე

2850

1

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2150

1

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

2000

5

 

ფრაქციის თავმჯდომარე

2000

6

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1200

8

 

     

პოლიტიკურ თანამდებობის პირთა რაოდენობა

                            21

საკრებულოს  სტრუქტურული ერთეულების პროფესიული საჯარო მოხელეები

საკრებულოს აპარატი

I რანგი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის  უფროსი

1500

1

საორგანიზაციო  განყოფილება

II რანგი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძ ვანელი - განყოფილების უფროსი

1200

1

III  რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საორგანიზაციო საკითხებში)

800

2

III რანგი

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში

800

1

III რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში)

800

1

III რანგი

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

800

1

სამდივნო

III რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამდივნოს ხელმძღვანელი)

800

1

III რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

800

1

III რანგი

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

800

1

 

სულ:

 

10

                           


დანართი №2

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა                   

 

N

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციის დასახელება

 

სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი

1

700

2

მძღოლი

1

1000

3

დამლაგებელი

1

400

 

სულ;

3