დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017067 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დანართი №II-06-ის:
|
ა)
III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
|
ბ)
„დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2.
38-ე მუხლის:
|
ა)
მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა) დღგ-ის გარეშე, როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაცემული 1000 ლარამდე ქონების ღირებულებისა); „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ე) მე-20 უჯრაში – პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა) გაცემული თანხა, რომელიც იბეგრება 5 პროცენტით;“; |
ბ)
მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) 201 უჯრაში – ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების, გარდა შავი ლითონის სხმულების, ზოდების, ნაგლინის, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულისა და ნახევარფარ ბრიკატებისა, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი განაკვეთით;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები