დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016299 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2018 - 20/02/2019)
|
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვმ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K. |
| მუხლი 2 |
ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
პროექტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № ქ. ვანი „ _____“ იანვარი 2018 წელი. |
| მუხლი 3 |
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100. |
| მუხლი 4 |
მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
Cn=Img x ITL x C x K, სადაც: ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს; გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით; დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით; ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). |
| მუხლი 5 |
დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 6,00 ლარით; დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით“. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 მარტის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016240). |
| მუხლი 7 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ (გ. გოგიბერიძე). |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები