ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016283
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
26/01/2018
ვებგვერდი, 02/02/2018
010250050.35.125.016283
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2018 - 03/05/2022)

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 26 იანვარი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის  6 დეკემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/12/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.125.016252).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე



დანართი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის,

ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3.  სამსახური ანგარიშვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

6. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახელების აღნიშვნით.

7.სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

კულტურისა და განათლების განყოფილება.

3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურისა და განათლების განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს მოსამსახურეთა მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

თ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს მერის ბრძანებით ასრულებს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.

4. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებითა და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე;

კ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის წინადადებით და მერის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” მოთხოვნების დაცვით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.


მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, ტურისტული, კულტურის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების  მომზადებას;  დამტკიცებულ  პროგრამათა  განხორციელების  კოორდინაციას;

გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;

დ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;

ე) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას;

ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;

ზ) წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

თ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

ი)ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

კ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;

ლ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

მ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

ნ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, თეატრების, მუზეუმების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადების წამოყენებას;

ო) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორული, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიურ და ა.შ) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;

პ) ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას;

ჟ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;

რ) ეროვნული სიმდიდრის დაცვასა და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციები
კულტურისა და განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;

ბ) წინადადებების შემუშავებას დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

გ) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებასა და განხორციელებას;

დ) კულტურული ღონისძიებების ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას და ღონისძიების ჩატარების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრებისა და სხვა ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფას.