„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016368
18
25/01/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
010250020.35.169.016368
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2018 წლის 25 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2014. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016167) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია (შემდგომ ,,კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულების მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი