,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016398
13
25/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010260020.35.116.016398
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge15/11/2017 .სარეგისტრაციო კოდი : 010260020.35.116.016359) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 10. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერიის გადაწყვეტილებების შესრულებას , აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით -საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგგმებისა და დავალებების შესაბამისად .

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი ), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე

4. მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია :

) პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეულისაფინანსო -საბიუჯეტო სამსახური ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეულიეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური

  ) პირველადი სტრუქტურული ერთეულიკეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეულიგანათლების , კულტურის , სპორტის , ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

) პირველადი სტრუქტურული ერთეული –  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეულიშიდა აუდიტის სამსახური ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეული –  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ;

)პირველადი სტრუქტურული ერთეული არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური .

5. მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით , რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს ,საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით .“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 11. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები :

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების ,სამართლებრივი ,საკადრო საკითხთა , მერის წარმომადგენლებთან და აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება . მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება -დასაბუთების , მიღებული ბიუჯეტის შესრულების , საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი , მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა , აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება .

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია ,ზედამხედველობის უზრუნველყოფა , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავება , მუნიციპალიტეტის ქონების მართვა .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -განათლების კულტურის , სპორტის , ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა . წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე , მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება . ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია .

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულიშიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის , ფინანსების გაუმჯობესების ,სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების , მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა , მართვის პროცედურების მწარმებლურობის , სამართლებრივი , ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია . მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება , ორგანიზაციული სტრუქტურის , მეთოდებისა და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად , ეკონომიურად , ეფექტიანად , პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად .

6. პირველადი სტრუქტიურული ერთეულის -სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა .

7. პირველადი სტრუქტყრული ერთეულის -არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამასხურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა და დაგეგმვა , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა , უფლებრივი ზონირება . დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება . მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტების მშენებლობის კოორდინაცია . არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება . მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება .

8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : ჯანმრთელობის , სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება . მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება . მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგისტრაცია , მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა . წინადადების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე , ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ ( / ვეტერანები , იძულებით გადაადგილებული ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე .

9. პირველადი სტრუქტურული ერთეულის - კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციებია : მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ხიდების გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალური მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვის შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება , მათი განხორციელები კოორდინაცია ; მუნიციპალური ინფრაცტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი ; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა -პატრონობა ; წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე , შესაბამისი მუნიციპალური პრობლემების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი .

10.მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები - განყოფილებები . ‘’

3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 111. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ( სამსახურის უფროსის მოადგილე )

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობების შეუძლებლობების შემთხვევაში .

3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე .’’

 4. მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 13. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი )

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსსაჯარო სამსახურის შესახებ ’’ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი :

) წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ;

) უზრუნველყოფს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას ;

) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმებს ;

) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;

) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;

) ამზადებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ;

) უზრუნველყოფს დადგენილი წესით მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოებას ;

) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას ;

) უზრუნველყოფს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას . დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას , პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების , წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ ;

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ) ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა