დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 25/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს 2000 წლის 15 სექტემბრამდე წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2000 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემმუშავებელ სახელმწიფო კომისიაში პარლამენტის შემადგენლობიდან წევრების განსაზღვრა.
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონირებისა და ადმინისტრაციულ რეფორმების კომიტეტს, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „აფხაზეთის“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით შეიმუშაოს წინადადებები აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელი კონსტიტუციური კანონის შესახებ და პარლამენტს წარუდგინოს 2000 წლის საშემოდგომო სესიისათვის.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 20 აპრილი
№261–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები