,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016407
22
25/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010260020.35.116.016407
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №57 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,12/12/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016376) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და  სოციალური  დაცვის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და  სოციალური  დაცვის  სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და  სოციალური  დაცვის  სამსახურის დებულება“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)  უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის სათაური, პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში სამსახურის უფროსის მოადგილე),  მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება)  და მოხელეებისაგან.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (მ/შორის ვეტერანები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარებების თაობაზე;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „კ“ - ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა  ზუსტ აღღიცხვას;

ლ) მონიტორინგის ჩატარებას იძულებით გადაადგილებულ პირთა  საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით;

მ) იძულებით გადაადგილებულ პირთა  დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ნ) იძულებით გადაადგილებულ პირთა   ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას. ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას;“

ბ) პირველი პუნქტის „პ“ – „ჟ“

„პ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ჟ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;“

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის მართვა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა