დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016399 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 12/12/2017წ ., სარეგისტრაციო კოდი : 010260020.35.116.016368) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება : 1. დადგენილების : ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “; ბ ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 1 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება “. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის : ა ) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მერიის , მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლებთან დადგენილი წესით საქმისწარმოებას , მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან , მოქალაქეებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , სამართლებრივ მომსახურებას , მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში , აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას , საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას , მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .“; ბ ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ 3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დაადგენილებით .“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის : ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი ), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე ), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება ) და მოხელეებისაგან . 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (განყოფილებებია ):“; ბ ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა -განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად .“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „თ ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და პირველად სტრუქტურულ ერთეულებს შორის , მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან “. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ – „ვ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა ) წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის ; ბ ) უნაწილებს ფუნქციებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ; გ ) მერს წარუდგენს წინადადებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების , დისციპლინური პასუხისმგებლობის , შვებულების , სამსახურებრივი მივლინების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ; დ ) განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს , ფორმებსა და მეთოდებს ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ; ე ) მერს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ; ვ ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ;“ 7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -7 მუხლის პირველი პუნქტის : ა ) „ა “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა ) საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების და მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების ), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;“ ბ ) „ე “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ;“ 8. მე -9 მუხლის ,,გ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების , მეორადი სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები