დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016402 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №52 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 12/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: ა) სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურა „1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (შემდგომ განყოფილება) და მოხელეებისაგან. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია(განყოფილებებია):“ ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები