დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016405 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge,12/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება'' 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის საქმიანობას.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: ა) სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა „1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსის), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (შემდგომ განყოფილება) და მოხელეებისაგან. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია(განყოფილებებია):“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები