,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016404
19
25/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010260020.35.116.016404
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge   12/12/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“

2.დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის -  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში სამსახური) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

ა)  სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

1. პირველადი  სტრუქტურულ ერთეულს-სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა