დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016777 |
|
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №66 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016571) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. 2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების განხორციელებასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო და საკონკურსო პროცედურების წარმართვას, სატენდეტო და საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების წარდგენას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრას; ბ) პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენას შემდგომი დამტკიცების მიზნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრას; გ) მონაწილეობის მიღებას პროკურატურის ორგანოებისა და მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად, წლიური საბიუჯეტო კანონის, აგრეთვე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში; დ) პროკურატურისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განწერის შემუშავებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, პროკურატურის დამტკიცებულ გეგმაში ცვლილებების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით პროკურატურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების პერიოდული შესრულების ანგარიშის მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას; ზ) საბუღალტრო აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვით; ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას; თ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას, შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას; ი) საბუღალტრო საბუთების წარმოებას, გაფორმებას, შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; კ) მონაწილეობის მიღებას ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას, ინვენტარის აფასების, ჩამოწერის და დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემას; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ-კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს მთავარი ბუღალტერი. 5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის სისტემაში კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვას, წინადადებების წარმოდგენას, სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას; ბ) პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების სწორ ექსპლუატაციას; შენობებისა და ეზოს მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებას; გ) პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების სათბობ-ენერგეტიკული საშუალებებითა და წყალმომარაგების შეუფერხებლად მოწოდებასა და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას; დ) პროკურატურის შენობების სახანძრო უსაფრთხოებას; ე) პროკურატურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ვ) პროკურატურის სასაწყობე მეურნეობის მართვას; ზ) პროკურატურის მოთხოვნათა შესაბამისად, მომარაგების მიზნით, საოფისე ტექნიკა-მოწყობილობების, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარისა და ნივთების მოცულობისა და მონაცემების წარდგენას დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოსთვის (პროკურატურის ბიუჯეტის დაგეგმარების მიზნებისათვის) და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოსთვის (სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნებისათვის); თ) პროკურატურის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას, მათ ცენტრალიზებულ აღრიცხვას და ტექნიკურ გამართულობას; ი) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების გაცემასა და ჩამოწერას; კ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული და შესყიდული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დასაწყობებასთან და გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებასა და სხვა საკითხების ორგანიზებას; ლ) მონაწილეობის მიღებას ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესში; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მთავარი ბუღალტერი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები