„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016352
2
25/01/2018
ვებგვერდი, 02/02/2018
010250020.35.169.016352
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2018 წლის 25 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის,  მოქმედი კანონმდებლობის   და  ამ დებულების შესაბამისად.

2.  დებულების მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 6.  მერიის თანამდებობის პირები

1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე (მოადგილეები);

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი (შემდგომში ტექსტში  სამსახურის  უფროსი).

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერიის თანამდებობის პირთა უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-განთავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.

 4. მერიის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.  ამოღებული იქნეს დებულების მე-7 მუხლი.

4. დებულების მე-9  და  მე-10  მუხლები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მერის პირველი მოადგილე

1. მერის პირველ მოადგილეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის  მოვალეობებს მერის  არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

2. მერის  პირველი მოადგილე უფლებამოსილია მერის   დავალებით ხელი მოაწეროს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მერის  ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის   დავალებების შესრულებას, ამ  დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

3. მერის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია  მერის  წინაშე.

4. მერის  პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ მერის პირველ მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), მერის  დავალებით პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს მერის  მოადგილე.

 

მუხლი 10. მერის  მოადგილე/მოადგილეები

1. მერის  მოადგილეს/მოადგილეებს   მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

 2. მერის მოადგილე/მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, მერის  ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის  დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. მერის  მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.

4. მერის   მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ მერის  მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), მერის  დავალებით  მოადგილის მოვალეობას ასრულებს მერის  პირველი მოადგილე.“.

 

5. დებულების  მე-14  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. მერიის  სტრუქტურული აგებულება

1. მერია  შედგება   სტრუქტურული ერთეულებისაგან – სამსახურებისაგან, მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

2. მერიის სამსახურის ფუნქციები და  მათი დასახელებები განისაზღვრება მერიის სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მერიის სამსახურების დაქვემდებარება და საკურატორო დარგების მიკუთვნება მერიის მოადგილეებისათვის ხორციელდება მერის ბრძანებით.“.

            

6. დებულების მე-5 თავის  სათაური   ჩამოალიბდეს  შემდეგი რედაქციით:     

„თავი V

მერიის მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლება და სამსახურებრივი  კარიერული განვითარება“

 

 7. დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 21. მერიაში ვაკანსიის წარმოშობა

მერიის მოხელის ვაკანსია წარმოიშობა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების საფუძველზე;

გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის მეორე დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე.“.

 

8. დებულების 25-ე  მუხლის  მე-2  პუქტის „ა“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;“.

 

9. დებულების 27-ე 28-ე 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. საქმისწარმოების ინსტრუქცია

1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება მერის ბრძანებით, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ერთიანი წესით“.

2. მერიის საქმისწარმოებაში „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  საქმისწარმოების ერთიანი წესით“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.

 

მუხლი 28. მერიის დოკუმენტები და მათი  გაფორმების სტანდარტები

1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმის წარმოების დოკუმენტების და მათი გაფორმების სტანდარტების შესახებ“ მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით. 

2. მერიის  საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმის წარმოების დოკუმენტების და მათი გაფორმების სტანდარტების შესახებ“ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების  მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.

 

მუხლი 29. ელექტრონული საქმისწარმოება

1. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას;

გ) მერიის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

 3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.

 4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.

6. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე, მერიის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

   

10. ამოღებული იქნეს დებულების 30-ე მუხლი.

11. დებულების 31-ე და 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

1. მერიაში მომზადებული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონს „ნორმატიული აქტების შესახებ,“ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

  2. მერიაში მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორის, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის და იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს.

  3. მერის დავალებით, მერიაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული მერის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კურატორობას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს.

4. კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს მერი.

 

მუხლი 32. მერიის  შინაგანაწესი

1. მერიის  შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;

თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. მერიის  შინაგანაწესს  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურისა და კურატორი მოადგილის  წარდგინებით ამტკიცებს მერი.

3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.“.

 

 12. დებულების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში

1. მერიაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის  საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა.

2. „საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას  და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს  პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, რომელიც განისაზღვრება მერის ბრძანებით.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი“. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:

 ა) მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;

 ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

 გ) მერიის, მერიის  სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი);

 დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში  სპეციალისტის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

 ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

 ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ,

 ზ) მერიაში  გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

 თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

 ი) მერიის ანგარიშები;

 კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

 ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

 მ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

 ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურეობათა შესახებ;

 ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);

 პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

 ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

 რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

 ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

 ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

 4. მერიის საქმიანობის  განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

 ა) დასახლების საერთო კრება;

 ბ) პეტიცია;

 გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

 დ) მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული  მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.“.

 

 13. დებულების 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 42. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

 1. მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

 ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

 გ) მერის მოადგილის ბრძანება;

 დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

  4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

 

14. დებულების  44-ე  და  45-ე მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 44. მერიის რეორგანიზაცია

1. მერიის რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა , რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა . რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან /და შემცირება . რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან /და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება .

2. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი და გამოსცემს ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება :

 ა) მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა;

 ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი .

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;

ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა/მიღება;

დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული ღონისძიებების განხორციელება.

4. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სსიპ  –  საჯარო სამსახურის ბიუროს, მერიის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტით რეგულირებული ღონისძიებები .

 

მუხლი 45. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია

1. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.

2.  მერიის სამსახურის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების 44-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი