„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016698
6
26/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
140130000.22.034.016698
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №6

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თანამდებობების რანგირება 

1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:

 ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

 ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

 გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;

 დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.

 2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

ა) პასუხისმგებლობა;

ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;

გ) კომპეტენციები;

დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;

ე) სამუშაო გამოცდილება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობა;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;

დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ე)  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ვ)  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის  თანამდებობა;

თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას.“.

2. 91 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის პირის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის 41 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

9. სამინისტროს სისტემაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია