,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016552
4
29/01/2018
ვებგვერდი, 30/01/2018
120340000.22.026.016552
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №4

2018 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



დანართი №1

 „

4. სარდალი;

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები);

უფროსი (ეროვნული გვარდია);

ხელმძღვანელი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი, კავშირგაბმულობის ცენტრი)

4.1 შესაბამისი დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

4.2. შესაბამის დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის -რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

 

     “