დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016931 |
|
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/01/2016, 100110000.22.038.016595) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) დანართი №20-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის ექსპერტიზას/ვიზირებას.“; ბ) დანართი №21-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის ექსპერტიზა/ვიზირებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები