დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016267 |
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ., 010250020.35.136.016137) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით." |
მუხლი 2.
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №06 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ., 010250050.35.136.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“ |
მუხლი 3.
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №08 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ., 010250020.35.136.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“ |
მუხლი 4.
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №09 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ.,010250020.35.136.016136) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“ |
მუხლი 5.
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №07 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ., 010250020.35.136.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“ |
მუხლი 6.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/07/2016წ., 010250000.35.136.016207) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხულოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. 2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს თავმჯდომარეა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან: (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) ა) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი; ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტური, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 7 (შვიდი) წარმომადგენელი რომელსაც ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. 8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე (ხულოს მუნიციპალიტეტის მერი).“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ხულოს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;“. „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.". 4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მერის (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების საფუძველზე იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.". |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები