სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-68/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-68/ო
15/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-68/ო

2018 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 3 მაისის №02-820/ო ბრძანება შპს „ტაო მედის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი დვაბზუ) „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილი იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი:

 შპს ,,ტაო მედის“ ხელმძღვანელის ზ. მარტინენკოს განცხადებები: №1346, 08.01.2018 წ., №2972 11.01.2018 წ.

სააგენტოს უფროსი  გია თვალავაძე