დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016282 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №32 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016260) დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“. 2. კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას;“. 3. კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;“. 4. კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“. 5. კომისიის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის 29-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით დადგენილი წესით.“. 6. კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები