დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.10.003.020345 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2015, 100110000.10.003.018660) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მინისტრს უფლება აქვს, სამინისტროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე.“. 2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ამ უფლებამოსილებებს, მინისტრის გადაწყვეტილებით, ახორციელებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, სამედიცინო დეპარტამენტი, ლოჯისტიკის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აგრეთვე შიდა აუდიტის სამსახური და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ქმნიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურს.“. 5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19 საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება; ბ) სამინისტროს სისტემის ურთიერთობის უზრუნველყოფა სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სამინისტროს საქმიანობის წარმართვა; დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.“. 6. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები