დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016251 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის №27 (www.matsne.gov.ge 03.01.2018 წ. 010260020.35.115.016239) დადგენილებაში და დადგენილების დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ ,,საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21-აპრილის №204 დადგენილების მე-14 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს” 2. 2017 წლის 22 დეკემბრის №27 დადგენილების №1 დანართის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის დებულების მე-2, მე-3, მე-16 მუხლები ამოღებულ იქნეს, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია. კომისია იქმნება მერიაში მერის მიერ განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით“. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ღია და დახურულ კონკურსს პროფესიულ საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“, |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები