,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-26-დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-26-დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016250
08
25/01/2018
ვებგვერდი, 30/01/2018
010250020.35.115.016250
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-26-დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2018 წლის 25 იანვარი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  22 დეკემბრის №26 დადგენილებით დამტკიცებული (www.matsne.gov.ge 28.12.2017წ. 010250020.35.115.016238) ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს პირველადი  სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის   დებულებაში    შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 31-ე  მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის  საკრებულოს  აპარატის   პროფესიულ საჯარო  მოხელეთა უფლება-მოვალეობებს”.

2.   დებულების  მე-4 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის  მუშაობას  ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს  კანონის შესაბამისად.

3. დებულების მე-4  მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ“  შეიმუშავებს  და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად  წარუდგენს  შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2.აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  ატარებს   შესაბამისი საკონკურსო კომისია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი