,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016245
03
25/01/2018
ვებგვერდი, 31/01/2018
010260020.35.115.016245
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2018 წლის 25 იანვარი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ‘’ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული  სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ“  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017  წლის 22 დეკემბრის №20  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  28.12.2017 წ., 010250020.35.115.016232)  შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:

1.დადგენილების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის  61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1) მე-2 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის  მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი „კარიერული განვითარება“  წესები  განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო  სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

3.  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და კოორდინაციის განყოფილება“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„4. სამსახურის რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის  შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი