დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016551 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო: ვ.ა) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილება.". გ) მე-3 პუნქტის ,,კ“-,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. დ) 31 და 32 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,8) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, კოორდინაცია და შეფასება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიშების მომზადება; დ) ნატოს ძირითად ჯგუფთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; ე) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების ლიდერებთან (ქართული და უცხოური მხარე) თანამშრომლობის წარმართვა; ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; თ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები