დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 03/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017464 |
|
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ, №163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):
1. 040171 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „040172 – პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი 040173 – კომპიუტერული ქსელი და სისტემები 040174 – კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება“. 2. 040253 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია: „040254 – ტელეკომუნიკაცია“. 3. 040685 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „040686 – აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება 040687 – სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობა 040688 – კედლის დაფარვის სამუშაოები 040689 – იატაკის და ფილის სამუშაოები 040690 – საგზაო მშენებლობა“. 4. 040861 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია: „040862 – ლითონის დამუშავება“. 5. 040964 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია: „040965 – ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება”. 6. 070355 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „070356 – რეპორტიორობა 070357 – ტელე-რადიოწამყვანობა“. 7. 080159 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „080160 – ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები 080161 – ტელერეჟისურა 080162 – ვიდეო-საოპერატორო ხელოვნება 080163 – ვიდეომონტაჟი 080164 – ტელეეთერის დიზაინი 080165 – ციფრული ხელოვნება 080166 – ანიმაციის შესრულება“. 8. 080386 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „080387 – განათების დიზაინი 080388 – კერამიკული ნაკეთობის დამზადება 080389 – საიუველირო საქმე 080390 – საიუველირო და სანახელავო ქვების დამუშავება 080391 – მომინანქრება 080392 – ფლორისტიკა 080393 – ხის მხატვრული დამუშავება 080394 – ქვის მხატვრული დამუშავება 080395 – ლითონის მხატვრული დამუშავება“. 9. 090251 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია: „090252 – კბილის სატექნიკო საქმე“. 10. 111053 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: „111054 – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია 111055 – გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია“. 11. 112069 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია: „112070 – სათავგადასავლო ტურიზმი“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები