„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020339
24
24/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
040030000.10.003.020339
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2018 წლის 24 იანვარი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2014, 040030000.10.003.017796) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახური;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი თანამშრომლები:

ა) მედიამენეჯერი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი;

გ) პროტოკოლის მენეჯერი;

დ) ლოჯისტიკის მენეჯერი;

ე) საქმის წარმოების მენეჯერი;

ვ) ფინანსური მენეჯერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი