„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს („დებიტორი“) შორის, აგრეთვე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს („პროექტის შემსრულებელი“) შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულების“ რატიფიცირების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 01/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
226
23/03/2000
სსმ, 27, 01/04/2000
0000.00.00.000000
„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს („დებიტორი“) შორის, აგრეთვე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს („პროექტის შემსრულებელი“) შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულების“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (დებიტორი“) შორის, აგრეთვე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს (პროექტის შემსრულებელი“) შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (დებიტორი“) შორის, აგრეთვე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს (პროექტის შემსრულებელი“) შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულება“.

2. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ პროექტის მიზნებისათვის შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

3. საკადასტრო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებით რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) გარდა სხვა დონორების მიერ დაფინანსება ჩაითვლება პროექტის დაფინანსებაში საქართველოს წილად.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სხვადასხვა დონორების მიერ კადასტრისა და რეგისტრაციის სფეროში შესრულებული სამუშაოები სრულად იქნება გამოყენებული საკადასტრო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით. სამუშაოთა დუბლირებისა და გადაფარვის გამორიცხვა უზრუნველყოფილი იქნება დონორობის კოორდინირებული საქმიანობის საფუძველზე.

5. მიწის მესაკუთრეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების შეცვლა უსასყიდლოდ განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მონაცემები განსხვავდება სრულყოფილი კადასტრის განხორციელების დროს დაზუსტებული მონაცემებისაგან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2000 წლის 23 მარტი.

226–IIს