„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017064
25
24/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010320040.22.033.017064
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №25

2018 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 25 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი